Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღე

  დღეს გავეცანი  6 მოდულს.მოსწავლეთა  წარმატებისათვის დავალებებს მივცემ მათი ინტერესიდან გამომდინარე.ზოგ მოსწავლეს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია.ზოგს კი მივცემ დავალებას, წარმოადგინოს გრაფიკის,დიაგრამების სახით.რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწაავლებში წარმატებულად  განახორციელონ  პროექტი.

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება.5 მოდული.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და გავანალიზეთ ნაშრომი.ამით მოგვეცა საშუალება უკეთ გვემუშავა პროექტების გეგმაზე,მიზნებსა და შინაარსზე.

Sunday, April 23, 2017

მეხუთე დღე

დღეს  გავეცანით უკუკავშირის ფორმებს.ერთმანეთს უკუკავშირი გავუკეთეთ.გავეცანით საიტზე სარგებლობისას საავტორო უფლებების დაცვა.ასევე სასწავლო პროექტზე მუშაობისას პრეზენტაციის  წარმოება მოსწავლეების მიერ.

Saturday, April 22, 2017

4 დღე

დღეს  განვიხილეთ  პროექტზე მუშაობის შეფასების 5 მიზანი და განსაზღვრეთ  მისი მეთოდები და სტრატეგიები.აქვე მივხვდი რომ ჩემი აზრები უფრო მეტ გაანალიზებას და დაკონკრეტებას მოითხოვს.აქვე შევავსეთ პროექტზე მუშაობის პროცესში გამოყენებული მეთოდები,სტრატეგიები.

Sunday, April 9, 2017

დღე მესამე

დღეს სრულად შევისწავლე ბროშურის შექმნის ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები.ასევე ვიმუშავედ და დავკონკრეტდით პროექტის სტანდარტებსა  და შედეგზე ტექნოლოგიური უნარების გამოყენებით.შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება ტექნოლოგიური უნარის გამოყენებით.

Saturday, April 8, 2017

დღეს გავეცანი და შევისწავლე პატივცემული ტრენერის დახმარებით პროექტის  სწავლებისას  გამოსაყენებელი ტერმინები, შევსების ტექნოლოგიები.მიზნების დაკონკრეტება და მისი მოთავსება სპეციალურ გვერდზე.შევარჩიე თემა და დავგეგმე აქტივობები.

Sunday, April 2, 2017

დღე პირველი

მე,  დღეს, კვირას ,როცა მეზარებოდა სახლიდან გამოსვლა,წამოვედი ტრერინგზე მოწყენილი მაგრამ მოსლისთანავე  ვიგრძენი სიხარული,რადგან დავინახე   ჩემი თანამშრომლები,ნაცნობი  და საყვარელი  ტრენერი.გამიხარდა მათი ნახვა მომეცა იმედი მივიღებდი ცოდნას და გამოცდილებას.გავეცანი  პროექტით სწავლების დებულებებს.ზოგად განხილვას.მადლობა ტრენერს და მის დამპროექტებელს.