Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღე

დღეს მოვისმინე ჩემი კოლეგების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები.ერთმანეთს მივეცით რჩევა.
ამ 9 დღემ მომცალა საშუალება უკეთ გარკვეულიყავი პროექტის წარმატებულად დაგეგმვაში.მოსწავლეების მონაწილეობით შემექმნა საინტერესო და მოტივირებული გარემო,რომელიც ჩამოუყალიბებს მოსწავლეებს ანალიზურ და კვლევით უნარ-ჩვევებს.
ასევე სწავლებისას ისტ გამოყენების უნარებს.მე მომეცა საშუალება როგორ ვაწარმოო
კვლელები,ანალიზი,მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე.უფრო ღრმად ჩავწვდე
პროექტის მსვლელობას.

Saturday, May 6, 2017

მერვე დღე

დღეს გავეცანი 7 მოდულს.გავეცანით  როგორ გამოიყენოს ინფორმაციული ტექნოლოგიები მოსწავლეებმა პროექტით  სწავლების პროცესში.შეუქმნათ სასწავლო გარემო.

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღე

  დღეს გავეცანი  6 მოდულს.მოსწავლეთა  წარმატებისათვის დავალებებს მივცემ მათი ინტერესიდან გამომდინარე.ზოგ მოსწავლეს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია.ზოგს კი მივცემ დავალებას, წარმოადგინოს გრაფიკის,დიაგრამების სახით.რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწაავლებში წარმატებულად  განახორციელონ  პროექტი.

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება.5 მოდული.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და გავანალიზეთ ნაშრომი.ამით მოგვეცა საშუალება უკეთ გვემუშავა პროექტების გეგმაზე,მიზნებსა და შინაარსზე.

Sunday, April 23, 2017

მეხუთე დღე

დღეს  გავეცანით უკუკავშირის ფორმებს.ერთმანეთს უკუკავშირი გავუკეთეთ.გავეცანით საიტზე სარგებლობისას საავტორო უფლებების დაცვა.ასევე სასწავლო პროექტზე მუშაობისას პრეზენტაციის  წარმოება მოსწავლეების მიერ.

Saturday, April 22, 2017

4 დღე

დღეს  განვიხილეთ  პროექტზე მუშაობის შეფასების 5 მიზანი და განსაზღვრეთ  მისი მეთოდები და სტრატეგიები.აქვე მივხვდი რომ ჩემი აზრები უფრო მეტ გაანალიზებას და დაკონკრეტებას მოითხოვს.აქვე შევავსეთ პროექტზე მუშაობის პროცესში გამოყენებული მეთოდები,სტრატეგიები.

Sunday, April 9, 2017

დღე მესამე

დღეს სრულად შევისწავლე ბროშურის შექმნის ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები.ასევე ვიმუშავედ და დავკონკრეტდით პროექტის სტანდარტებსა  და შედეგზე ტექნოლოგიური უნარების გამოყენებით.შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება ტექნოლოგიური უნარის გამოყენებით.